სამხრეთ კორეაში ქარხანაში მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

25 ივნისი 2024, 09:44 331 ნახვა

სამხრეთ კორეაში დაღუპულთა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ ლითიუმის ბატარეების ქარხანაში მას შემდეგ, რაც ორშაბათს ქარხნის საწყობში აფეთქების შედეგად დაიღუპა 22 მუშა, რომელთა უმეტესობა ჩინეთის მოქალაქე იყო. შემთხვევის ადგილზე უგზოუკვლოდ დაკარგული მუშების სამძებრო სამუშაოები გრძელდება.  

მეხანძრე-მაშველთა განცხადებით, მუშებმა,  სავარაუდოდ, გონება დაკარგეს და წამებში დაიღუპნენ.

ბატარეების მწარმოებელმა სამხრეთ კორეულმა ფირმამ ბოდიში მოიხადა მომაკვდინებელი ხანძრის გამო და განაცხადა, რომ ქარხანაში დაცული იყო უსაფრთხოების წესები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში