დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა, ამ წუთებში სხვადასხვა საზღვაო სასწავლებლის სტუდენტები საზღვაო აკადემიიდან ნავსადგურის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
ერთ საათში კი საზღვაო ნავსადგურის მე-11 ნავმისადგომზე საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
საზეიმო ცერემონიაზე საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოებენ საზღვაო პროფესიის წარმომადგენლებს.