სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების გამოძიების ორმხრივი მექანიზმის დანერგვას სთავაზობს.
ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „ბოლო დროს აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შესახებ.
გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას სურს თავიდან აიცილოს დაძაბულობის წარმოქმნა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატს დიპლომატიური არხებით შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევების გამოძიების ორმხრივი მექანიზმის შექმნა.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ამ მექანიზმის ამოქმედების დაწყების ინიციატივით გამოდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.