ინდოეთში, ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად, 54 ადამიანი გარდაიცვალა. 100-მდე პირი კი, ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში რჩება.
შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე, ტამილ-ნადუს შტატში მოხდა. სასმელს, სავარაუდოდ, მეთანოლი ჰქონდა გარეული.
ფალსიფიცირებული ალკოჰოლის წარმოებისა და გაყიდვის ბრალდებით შვიდი ადამიანია დაკავებული.