შვეიცარიაში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია - სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება

23 ივნისი 2024, 10:39 421 ნახვა

შვეიცარიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. დაკარგულად ითვლება სამი ადამიანი.

უხვი ნალექის გამო, რამდენიმე მდინარე ნაპირიდან გადმოვიდა, დაიტბორა გზები, მინდვრები და სოფლები. ერთ-ერთ სოფელში წყალმა სამი საცხოვრებელი სახლი წაიღო.

შვეიცარიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, გრაუბიუნდენის კანტონში 124 მმ ნალექი მოვიდა, აქედან 63 მმ ერთი საათის მონაკვეთში.

ადგილობრივი პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, სტიქიით დაზარალებულ რეგიონში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.

ხუთ სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

შვეიცარიის დასავლეთით, კანონ ვალეში, გასული პარასკევის შემდეგ, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყრის გამო, 230 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში