რუსეთში 15 წლის მოსწავლე ანტიპუტინისტური ფლაერების გავრცელებისთვის 5 წლით დააპატიმრეს

23 ივნისი 2024, 10:31 318 ნახვა

რუსეთში, 15 წლის სკოლის მოსწავლეს, არსენი ტურბინს, ანტიპუტინისტური ფლაერების გავრცელებისთვის 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ტურბინი მეზობლების საფოსტო ყუთებში დებდა ფლაერებს, სადაც ეწერა: „შენ გჭირდება ასეთი პრეზიდენტი?“ იქამდე ცოტა ხნით ადრე, ის უკრაინის მხარეს მებრძოლი ლეგიონის რიგებში ჩაწერას ცდილობდა.

სასამართლომ ის ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში დამნაშავედ ცნო და 5 წლით აღმზრდელობით კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა.

ტურბინის თქმით, სააგიტაციო ფურცლების დარიგება არავის დაუვალებია და მისი ინიციატივა იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში