რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ, მარია ზახაროვას თქმით, სავიზო ცენტრების დახურვის შემთხვევაში ამერიკა შესაბამის პასუხს მიიღებს.
„ასეთი ზომების განხორციელების შემთხვევაში, რუსული მხარე აშშ-ს ადეკვატურ პასუხს გასცემს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
ცნობისთვის, აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, აშშ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრებს დახურავს და რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებს გაუუქმებს.