ჩინეთში წყალდიდობის რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

19 ივნისი 2024, 11:58 346 ნახვა

სამხრეთ ჩინეთის პროვინციებში ყოველწლიური წყალდიდობის სეზონი დაიწყო. ჩინეთის გუანქსის რეგიონში და ფუჯიანის პროვინციაში  მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.   

წყალდიდობის და წვიმის შედეგად გამოწვეული ღვარცოფის შედეგად  ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სტიქიის რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებას წყალდიდობის წინააღმდეგ საბრძოლველად  და  უგზოუკვლოდ დაკარგული და დატბორილ სახლებში ჩარჩენილი ადამიანების  გადასარჩენად ყველა ძალისხმევისკენ მოუწოდა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი