პენტაგონში პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი შეაფასეს

19 ივნისი 2024, 11:44 325 ნახვა

პენტაგონმა შეშფოთება გამოთქვა  მოსკოვსა და ფხენიანს შორის მზარდი კავშირების გამო მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტი ბოლო 24 წლის განმავლობაში  ჩრდილოეთ კორეაში პირველად ჩავიდა და ფხენიანს  მტკიცე მხარდაჭერას  დაჰპირდა.

"რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის თანამშრომლობის გაღრმავება არის ის, რაც შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაინტერესებულია კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით", - განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის წარმომადგენელმა

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში