აშშ-ის ელჩის განცხადება და გამოხმაურებები

19 ივნისი 2024, 11:47 438 ნახვა

შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ განაცხადა  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.  

დიპლომატის  შეფასებით,  უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია,  მისი თქმით მიზეზებს შორისაა  დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ,  ასევე  „უცხოური აგენტების“  კანონის მიღება,  ძალადობისა და დაშინების შემთხვევები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების,  სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ.  დანიგანის განცხადებითვე, შეერთებულ შტატებს სურს დაუბრუნდეს   პოზიტიურ პარტნიორობას საქართველოს ხელისუფლებასთან.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი