ტრენინგი მეღვინეებისთვის

19 ივნისი 2024, 11:44 452 ნახვა

სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები - ამ თემებთან დაკავშირებით, აჭარაში ღვინის მარნების წარმომადგენლებისთვის სამდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს.

მოწვეული სპეციალისტები და დარგის ექსპერტები მეღვინეებს გამოცდილებას უზიარებენ და ღვინის დაყენების თავისებურებებს, ღვინის კერძებთან შეხამების და მირთმევის წესებს, ღვინის ისტორიას აცნობენ.

სემინარი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით დაიგეგმა და ბათუმის შემდეგ ტრენინგებს ქედასა და ხელვაჩაურში არსებული ღვინის მარნების წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი