ბათუმში საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში ჭაბუკთა და იუნიორთა შორის დასრულდა, რომელშიც საქართველოს გარდა სომხეთის ნაკრების სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ტურნირი კა-1-ის წესებით ჩატარდა.
საერთო ჯამში რინგზე 200-მდე მებრძოლი ვიხილეთ, მათ შორის ვაჟა თურმანიძის კიკბოქსინგის აკადემიის წევრები, რომლებმაც შთამბეჭდავი ორთაბრძოლები ჩაატარეს და სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოიპოვეს.
სამომავლოდ ქართველ მებრძოლებს არაერთი ტურნირი ელოდებათ, თუმცა მთავარი შეჯიბრება მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც ოქტომბერში ლატვიაში გაიმართება.