ჩინეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

18 ივნისი 2024, 09:08 437 ნახვა

ჩინეთის სანაპირო პროვინციებში გუანდუნგსა და ფუჯიანში კოკისპირულმა წვიმამ და მეწყერმა 9 ადამიანი იმსხვერპლა.  17 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება - ინფორმაციას სახელმწიფო მედია და ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

გუანდუნგში ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 15 უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ოთხი ადამიანი დაიღუპა და ორი უგზოუკვლოდ დაიკარგა მეზობელ ფუჯიანში წვიმის შედეგად, რომელიც პროვინციის მეტეოროლოგიურმა ბიურომ "ექსტრემალურ მოვლენად" შეაფასა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში