2026 წლიდან საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა სავალდებულო იქნება

17 ივნისი 2024, 12:10 297 ნახვა

2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა სავალდებულო იქნება.

შესაბამისი ცვლილებები „ტურიზმის შესახებ“ კანონში შედის. აღნიშნული საკითხი 2024 წლის 1-ელი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ამ თარიღის გადავადება იგეგმება.

ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. მათი განმარტებით, ახალი რეგულაციების დანერგვა და ამოქმედება მრავალსაფეხურიან მოსამზადებელ პროცესს საჭიროებს, მათ შორის კერძო სექტორის, ასევე უცხო ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების სათანადო ინფორმირებას, საინფორმაციო კამპანიების წარმოებას და სხვა შესაბამისი სახის ღონისძიებების გატარებას, რაც ეფექტიანად დაეხმარება სექტორს აღნიშნულ ცვლილებებთან ადაპტირების პროცესში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი