მექაში დღეს 47 გრადუსიან სიცხეს პროგნოზირებენ

17 ივნისი 2024, 10:03 384 ნახვა

საუდის არაბეთში ყოველწლიური წმინდა ჰაჯის შესრულებისას მუსლიმ მომლოცველებს ძლიერ სიცხესთან ბრძოლა უწევდათ. თოთხმეტი იორდანელი დაიღუპა ჰაჯის დროს, ნაწილი სითბური ინსულტის შედეგად, ხოლო 17 დაკარგულად ითვლება - ნათქვამია იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

მინიმუმ ექვსი ადამიანის გარდაცვალება სიცხესთან არის  დაკავშირებული-აღნიშნულია  სამინისტროს განცხადებაში. დღეს  მექაში ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით  47 გრადუსს მიაღწევს. მომლოცველთა ნაწილი სიცხისგან თავს ქოლგებით იცავდა, ზოგი კი პატარა ვენტილატორებს იყენებდა და წყლით იგრილებდა თავს.

საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მომლოცველებს, მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი  და გამოიყენონ ქოლგები, რათა თავიდან აიცილონ მზის დარტყმა და სიცხესთან დაკავშირებული დაავადებები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში