ვაჟა აზარაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართა ბათუმში. პროექტი სახელწოდებით “დღეები მიდიან“ ქართველი კომპოზიტორის შემოქმედებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა.
კონცერტში მონაწილეობდნენ თამარ გვერდწითელი, სოფო ხალვაში, გიორგი სუხიტაშვილი და კამერული ორკესტრი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით.
ორსაათიანი საკონცერტო პროგრამა მოიცავდა ცნობილ კომპოზიციებს, საესტრადო და კინო მუსიკას _ ყველა იმ მუსიკალურ ჟანრს, რითაც გამოირჩეოდა ვაჟა აზარაშვილის მრავალფეროვანი შემოქმედება.
კონცერტი ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. ფესტივალი წელს მესამედ ტარდება.