საქართველოში რძესა და რძის პროდუქტებზე კონტროლი გამკაცრდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ნიმუშებს იღებენ.
მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების ბიზნეს ოპერატორებთან 6 729 შემოწმება უკვე ჩაატარა შედეგად, გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა.