ხულოში ბაბანურის წყლის სათავე ნაგებობასთან მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარი და აშენდება ხელოვნური და დამცავი ნაგებობები, მათ შორის 2 ახალი ხიდი.
ასევე, ქედის მუნიციპალიტეტში, ცხმორისი-კოკოტაური-ძანაძეების მიმართულებით დასკვნით ეტაპზეა თანამედროვე სტანდარტების ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება.