„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით აფრთხილებენ.
როგორც იგავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ „უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკასა და რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ასევე, უკრაინული ძალების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების თაობაზე ცნობებთან დაკავშირებით“.
„ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„დიდი შვიდეული“, კიდევ ერთხელ, ადასტურებს მხარდაჭერას „ბირთვული გამოცდების აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების“ მიმართ, რომლიდანაც რუსეთი გასულ წელს გავიდა.
„მოვუწოდებთ რუსეთს, განაგრძოს ბირთვულ გამოცდებზე მორატორიუმის დაცვა და განაახლოს შეთანხმების რატიფიკაცია. ასევე, მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, არ ჩაატაროს არავითარი შემდგომი ბირთვული გამოცდა, ხელი მოაწეროს და განახორციელოს „ბირთვული გამოცდების აკრძალვის ყოვლისმომცველი შეთანხმების“ რატიციფირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.