ინდოეთში რეკორდულ სიცხეს ათობით ადამიანი ემსხვერპლა

12 ივნისი 2024, 11:18 451 ნახვა

41 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის აღმოსავლეთ ოდიშას შტატში  ზაფხულის სეზონის დაწყებიდან დღემდე სითბური დარტყმის შედეგად.     

ინდოეთსა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში  უჩვეულოდ ცხელი ზაფხულია - ტენდენცია, რომელსაც მეცნიერები ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. ამინდის დეპარტამენტის პროგნოზით, ანომალური სიცხეები ინდოეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში უახლოეს დღეებში შენარჩუნდება.

ქვეყანაში მარტიდან მაისამდე  სითბური ინსულტის 25 ათასი  შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან  56 ფატალურად დასრულდა-ეს მონაცემები  ადგილობრივმა მედიამ გასულ კვირას გამოაქვეყნა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში