კრემლში პუტინმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

12 ივნისი 2024, 11:20 422 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას მიესალმა ე.წ. ბრიქსის ჯგუფის მიმართ თურქეთის ინტერესს. ორშაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს პეკინში ვიზიტის დროს ჰკითხეს, სურს თუ არა თურქეთს შეუერთდეს ბრიქსის ჯგუფს, რომელშიც გაერთიანებულია ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეთიოპია, ირანი, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები.   

ნატოს წევრი თურქეთი ბოლო წლებში მის დასავლელი მოკავშირეების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა რუსეთთან კავშირების გამო, ზოგი ამბობს, რომ მისი კურსი შორდება დასავლურ სამხედრო ალიანსს. ანკარამ უარყო ეს და განაცხადა, რომ იგი რჩება ალიანსის ერთგულ წევრად და ინარჩუნებს თავის მიზანს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში