„ვირტუს ბოლონიამ“ იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში „ოლიმპია მილანოსთან“ მესამე მატჩი გამართა და 78:81 დამარცხდა, რითაც „მილანო“ სერიაში 2:1 დაწინაურდა.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე ასევე 4 მოხსნა და 1 პასი იყო. ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა „ოლიმპია მილანოს“ დარბაზში, 13 ივნისს გაიმართება.