კრემლი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

11 ივნისი 2024, 13:50 387 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება უკრაინის აზოვის ქვედანაყოფისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის მოხსნის შესახებ „უკიდურესად ნეგატიურია“, განაცხადა კრემლის სპიკერმა. 

ბაიდენის ადმინისტრაცია გააუქმებს აკრძალვას უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფის მიერ ამერიკული იარაღის გამოყენების უფლებაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს ვაშინგტონ პოსტი.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკული წვრთნებისა და იარაღის გამოყენების შესახებ გააუქმა აზოვის ბრიგადისთვის დაწესებული აკრძალვა მას შემდეგ, რაც ახალმა კვლევებმა ვერ აღმოაჩინა დანაყოფების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის მტკიცებულება.

პესკოვმა თქვა, რომ აზოველები არიან "ულტრანაციონალისტები" და "ნეო-ნაცისტები".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში