ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ლაშა ბექაური ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში ფრანგ ლივოლსს ულამაზესი გდებით სძლია.
რაც შეეხება ვლადიმერ ახალკაცს, 81კილოგრამ წონით კატეგორიაში ის ფინალში ფრანგ არეგბასთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.