უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს

09 ივნისი 2024, 13:56 327 ნახვა

უკრაინამ და ევროკავშირმა უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ ევროპის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჩარლზ ფრიზთან ევროკავშირის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მოლაპარაკების დროს, მხარეებმა საფუძვლიანად განიხილეს შეთანხმების პროექტის ტექსტი და დაამტკიცეს ალგორითმი, უახლოეს მომავალში, შემდგომი ქმედებებისთვის.

მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები, სავარაუდოდ, უკვე შეთანხმდნენ უკრაინასა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების პროექტზე და მის დასრულებას ივნისის ბოლოს აპირებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი