„ერთი დღე ჯარში“ - პროექტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ იმ სკოლების წარმომადგენლები, რომელთა სასწავლო პროგრამაშია საგანი - „სამხედრო საქმე“.
თეორიული სწავლების პარალელურად, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას, ტექნიკასა და შეიარაღებას, ასევე ჯარისკაცების საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს.
დღის ბოლოს, სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.