თენგიზ მორჩილაძის ხსოვნის ტურნირი ფარიკაობაში

07 ივნისი 2024, 19:45 528 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს და აჭარის სპორტის დამსახურებული მოღვაწის, თენგიზ მორჩილაძის სახელობის ტრადიციული ღია პირველობა ფარიკაობაში უმცროსი და უფროსი ასაკის ჭაბუკთა შორის, რომელშიც 200-მდე ვაჟი და გოგონა მონაწილეობს. ტურნირი სამდღიანია. შეჯიბრების პირველ დღეს ხმლით მოფარიკავეებმა იასპარეზეს. ხვალ საფარიკაო ბილიკზე რაპირით, კვირას კი დაშნით მოფარიკავეები გავლენ. ტურნირი აჭარის სპორტის დეპარტამენტის, სპორტის სასახლისა და აჭარის ფარიკაობის ფედერაციით ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი