“ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალური - ეკონომიკური გაძლიერების პროგრამა”

06 ივნისი 2024, 14:08 515 ნახვა

ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერებისა და ხელშეწყობის  პროგრამაში განაცხადების მიღება დასრულდა ქედაში. საუკეთესოები 34 მსურველიდან კომისიამ უნდა შეარჩიოს.

პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ კომისია თითოეულ განაცხადს ადგილზე შეისწავლის.

გათვალისწინებულია კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრებაც. თითოეულ პროექტს ქედის მერიის თანადაფინანსების მინიმალური ოდენობა 1000 ლარია, მაქსიმალური კი 7 ათასი.

პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა მემცენარეობა, მეცხოველეობა, სოფლად ტურიზმის განვითარება, ხელოვნება და ხელსაქმე.

პროგრამას მერია მესამე წელია ახორციელებს, მისი დაფინანსება ჯამში 45 000 ლარს შეადგენს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი