ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლებს ბინები გადაეცათ

05 ივნისი 2024, 12:02 8294 ნახვა

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა  ახალაშენებული კორპუსებში დღეს ბინები მიიღეს. მასშტაბური სოციალური პროექტი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 38 მილიონ ლარზე მეტია.

პროექტის მიხედვით სამი თორმეტ სართულიანი კორპუსი აშენდა.   პირველ ეტაპზე საცხოვრებელი ფართი 582 ოჯახმა მიიღო.

ცერემონიალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი