რუსეთის ძალებმა უკრაინაზე "შაჰედის" ტიპის დრონებით მიიტანეს იერიში 

05 ივნისი 2024, 10:14 259 ნახვა

გვიან ღამით, რუსული ძალები უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 27 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა 22 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა დრონები ოკუპირებული ყირიმიდან და რუსეთის ქალაქ კურსკის ტერიტორიიდან გაუშვეს.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები.

გასულ ღამეს, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, არიან დაშავებულები. იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა ხარკოვისა და სუმის ოლქებზეც.

ახლა კი უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული - მიზეზი რუსეთიდან “მიგ-31“-ის აფრენაა, რომელიც “კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების მატარებელია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში