ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია

04 ივნისი 2024, 14:33 424 ნახვა

გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრის შიდა ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის არქეოლოგიური სამუშაოები ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ხორციელდება. მიკვლეულია იუპიტერის კულტთან დაკავშირებული უნიკალური ნივთები. ახალი წელთაღრიცხვის  მე-2 , მე-3 საუკუნეში ღვთაების კულტი ფართოდ იყო გავრცელებული რომაულ არმიაში. 

ნაპოვნია ღვთაებასთან დაკავშირებული ბერძნულ წარწერიანი ოქროს სამკერდე ნიშანი, ასევე ბრინჯაოს ქანდაკება ხარზე მდგომი არწივის გამოსახულებით, რაც იუპიტერის სიმბოლური გამოსახვის ტიპიური გზაა. ამასთან აღმოჩენილია რომაული სამხედრო სანდლის ნიშნები, რომელზეც შენარჩუნებულია რკინის ლურსმნების მთლიანი ნაკრები. არქეოლოგიური სამუშაოები სამი თვის მანძილზე გაგრძელდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი