აშშ კონგრესში ექიმი  ფაუჩი დაკითხეს

04 ივნისი 2024, 10:56 365 ნახვა

აშშ-ის კონგრესში მოსმენის დროს რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა აშშ-ს ყოფილი მთავარი  მრჩეველი მედიცინის საკითხებში  დოქტორი ენტონი ფაუჩი კოვიდ - პანდემიაში  მისი როლის შესახებ დაკითხეს.

ფაუჩისგან კონგრესმენებს სურდათ პასუხები   ვირუსის წარმოშობის, ასევე  ყოფილი მრჩეველის, დევიდ მორენსის ელექტრონული წერილების შესახებ, რომლებსაც ფაუჩი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის პოლიტიკის დარღვევით პირადი ელ.ფოსტით ღებულობდა. 

ფაუჩიმ უარყო  ვარაუდები, რომ რაიმე გზით ხელი შეუშალა  ვირუსის  ჩინურ ლაბორატორიაში წარმოშობის შესახებ საქმის გამოძიებას. თითქმის ოთხსაათიანი მოსმენისას ერთ მომენტში ფაუჩიმ ემოციები ვერ დაფარა, როცა  მისი და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ მუქარებზე საუბრობდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში