ზელენსკი ფილიპინებში იმყოფება

03 ივნისი 2024, 09:50 370 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ფილიპინების პრეზიდენტ ფერდინანდ მარკოსს შეხვდა. შეხვედრა მანილაში გაიმართა და ის ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ლიდერებს შორის პირველი შეხვედრაა. 

ზელენსკიმ ფილიპინებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და მკაფიო პოზიციისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მიმართ, ასევე, გაეროს მნიშვნელოვანი რეზოლუციების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერების მიზნით, უკრაინა  მანილაში საელჩოს გახსნის.

ზელენსკის თქმით, შეხვედრის დროს ფილიპინების პრეზიდენტთან მშვიდობის გლობალური სამიტი  და მასში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მონაწილეობის მნიშვნელობა განიხილა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამიტში ფილიპინები მონაწილეობას მიიღებს. უკრაინის საკითხზე პირველი სამშვიდობო სამიტი 15-16 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი