ირანში, ისტორიაში პირველად, პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი დაარეგისტრირეს

02 ივნისი 2024, 09:58 323 ნახვა

ირანში, ისტორიაში პირველად, პრეზიდენტობის კანდიდატად ქალი დაარეგისტრირეს.

ინფორმაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა აავრცელა.

საუბარია ზოჰრე ელაჰიანზე, ვინც გახდა პირველი ქალი, რომელიც ირანის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა,

მანამდე ირანის საარჩევნო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სამი ქალი არ დაარეგისტრირეს, რადგანაც ისინი „კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდნენ“.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, სულ 17-მა ადამიანმა გამოთქვა.

ირანის ისლამური რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი