უკრაინის ცის სრული დაცვა ნორმად უნდა იქცეს, რათა კრემლში შეშლილებმა გაიგონ, რომ მათი ტერორიზმი მიზანს ვერ აღწევს - ზელენსკი

01 ივნისი 2024, 17:19 313 ნახვა

პარტნიორებმა ზუსტად იციან, თუ რა არის საჭირო უკრაინის ცის სრული დაცვისთვის, - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ამ ღამით, უკრაინის ცენტრში, სამხრეთით და დასავლეთით, სხვადასხვა ტიპის, 50-ზე მეტი რაკეტით და 50-მდე დრონით, კიდევ ერთი, თავდასხმა განხორციელდა. მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს, რომ მათი უმრავლესობა განადგურდა, მაგრამ, დარტყმებიც იყო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისა და სხვა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემისკენ მოუწოდა.

„რუს ტერორისტებს მხოლოდ ძალის ენა ესმით და ამ ტერორიზმის შესაჩერებლად და იმისთვის, რომ ეს ნორმად არ იქცეს, ეფექტური გადაწყვეტილებების დროულად მიღებაა საჭირო. უკრაინის ცის სრული დაცვა ნორმად უნდა იქცეს, რათა კრემლში შეშლილებმა გაიგონ, რომ მათი ტერორიზმი მიზანს ვერ აღწევს. პარტნიორებმა ზუსტად იციან, რა არის ამისთვის საჭირო. დამატებით Patriot-ები და სხვა თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის. უკრაინაში F-16-ების მიწოდების დაჩქარება და გაფართოება. ჩვენი ჯარისკაცების ყველა საჭირო შესაძლებლობით უზრუნველყოფა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსული ძალების მიერ, გასულ ღამეს განხორციელებული მასიური თავდასხმის სამიზნეს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი