ჩვენ გვაქვს უფლება დავეხმაროთ უკრაინას - სტოლტენბერგი

31 მაისი 2024, 11:48 334 ნახვა

ნატოს მოკავშირეებს აქვთ უფლება  დაეხმარონ უკრაინას  თავის დაცვაში და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არიან მხარეები რუსეთთან ომში- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ჩეხეთში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

პრაღაში მოლაპარაკებებზე მთავარი აქცენტი უკრაინის მხარდაჭერის პაკეტის დეტალების შემუშავებაზე გაკეთდება, რომელსაც  9-11 ივლისს ნატოს ვაშინგტონის სამიტზე შეათანხმებენ.

დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს ცვლილებებს იარაღისა და საბრძოლო მასალის მომარაგების ორგანიზებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში