ევროპარლამენტის საარჩევნო დებატები უნგრეთში

31 მაისი 2024, 11:47 385 ნახვა

უნგრეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპარლამენტის  საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პარტიების კანდიდატების სატელევიზიო დებატებს უმასპინძლა. ახალბედა პოლიტიკოსი ახალი „ტისას“ პარტიის ლიდერი პიტერ მაგიარი კვირების განმავლობაში ითხოვდა, რომ სახელმწიფო ტელევიზიას მოეწყო დებატები ყველაზე დიდი პარტიების ლიდერებთან.

საზოგადოებრივმა ტელევიზიამ სტუდიაში მიიწვია 11-ვე პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც კენჭს იყრიან ევროპარლამენტში მ-სახვედრად და თითოეულ კანდიდატს 4 შერჩეულ თემაზე 11 წუთი დაუთმო.  მსგავსი დებატები 14 წლის განმავლობაში პირველად გაიმართა. 

მაგიარმა  დებატების ფორმატს "ცირკი" უწოდა, მთავრობა კორუფციასა და პროპაგანდისტულ მანქანაში დაადანაშაულა. ბოლო გამოკითხვების თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნებზე 43 წლის მაგიარის ოპოზიციურ პარტია ტიზას უნგრეთში ხმების 29% მიღების შანსი აქვს მაშინ, როცა მმართველ  ფიდესის პარტიას   48%-იან მხარდაჭერას უწინასწარმეტყველებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში