ოთარ თაქთაქიშვილის, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში კონცერტი გაიმართა. ის თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჭეშმარიტად ქართული ხელოვანი, თავისი ქვეყნის მოტრფიალე პოეტი და მომღერალი - სწორედ ასე საუბრობენ მასზე სახელოვნებო წრეებში.
მან ქართული მუსიკა გაამდიდრა ეროვნული საგანძურის ახალი დიალექტებით. ოთარ თაქთაქიშვილის შემოქმედება იყოფა ორ პერიოდად: 50-იანი წლები იგი მხოლოდ სიმფონიური მუსიკის ჟანრში მუშაობდა.
60-70-იანი წლებში, საოპერო და ვოკალურ-სიმფონიურ ჟანრში ქმნიდა ნაწარმოებებს. ოთარ თაქთაქიშვილის ვოკალური ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ორატორიები "ცოცხალი კერა", "რუსთაველის ნაკვალევზე" და "ნიკოლოზ ბარათაშვილი".