ისლანდიაში ვულკანი ისევ გააქტიურდა

30 მაისი 2024, 09:50 423 ნახვა

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა, ლავის ნაკადის გადმოღვრა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. 

ქვეყანაში ვულკანის ეს რიგით მეხუთე ამოფრქვევაა დეკემბრის შემდეგ და ყველაზე ძლიერი, რაც ისლანდიაში ვულკანური სისტემა სამი წლის წინ გააქტიურდა.

ხელისუფლებამ ვულკანური გააქტიურების რისკის შესახებ  დედაქალაქ რეიკიავიკის სამხრეთით მცხოვრები მოსახლეობა გააფრთხილა. 

ლავის შადრევნები 50 მეტრს აღწევს, ნაპრალის სიგრძე კი დაახლოებით 3,4 კმ-ია- ნათქვამია ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში