რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 19 რაკეტა და „შაჰედის“ ტიპის 32 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა

30 მაისი 2024, 10:17 259 ნახვა

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 19 რაკეტა და „შაჰედის“ ტიპის 32 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, რის გამოც უკრაინის ყველა რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

როგორც ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, ღამით რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ხარკოვზე, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დაშავდა 4 ადამიანი.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. აფეთქებები იყო ოდესისა და ხმელენცკის ოლქებში.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 102 შეტაკება განხორციელდა. საბრძოლო მოქმედებები 4 მიმართულებით გრძელდება. რუსულმა ჯარებმა ძალისხმევა ხარკოვისა და პოკროვსკის მიმართულებებზე გააძლიერეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში