თორნიკე შენგელიას გუნდი იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიას მიუახლოვდა. „ვირტუსმა“ ბოლონიაში „ვენეციას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით - 79:78 დაამარცხა.
შედეგად, „ვირტუსი“ ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა და ფინალის საგზურის მოპოვებამდე 1 მოგება აშორებს.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 15 წუთში 5 ქულის, 4 მოხსნისა და 3 პასის დაგროვება მოასწრო. ვირტუსი სერიას 2:0-ს იგებს და ფინალამდე ერთი მოგება აშორებს. მომდევნო მატჩი ვენეციაში, დღეს გაიმართება.