მსოფლოს ყველაზე დიდმა ჰუმანიტარულმა ქსელმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა

29 მაისი 2024, 14:42 223 ნახვა

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია ღაზაში  ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული ტვირთის შეუფერხებლად შეტანის მოწოდებით გამოდის.

ომით განადგურებული სექტორი ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის. ფედერაციის  პრეზიდენტის კეიტ ფორბსის  თქმით, ჯერ კიდევ თებერვალში ვიზიტის დროს რაფაჰში "საშინელი" სიტუაცია იყო,  ღაზის სამხრეთ ქალაქს მილიონზე მეტი დევნილი  პალესტინელი აფარებს თავს.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია აერთიანებს 191 ორგანიზაციას, რომლებიც  კატასტროფების და ომების დროს და შემდეგ მუშაობენ. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას ღაზაში ჰყავს სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში