საქართველოს წარმომადგენლობა ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე

29 მაისი 2024, 11:41 264 ნახვა

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ჟენევაში, შეხვედრებს მართავს.

ასამბლეის 77-ე სესიაზე მიხეილ სარჯველაძე სიტყვით გამოვა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდება.

ასამბლეის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძისა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

ისაუბრეს, ორ ქვეყანას შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში