ოჰაიოს შტატში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა

29 მაისი 2024, 11:41 411 ნახვა

ამერიკის  ოჰაიოს შტატში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა, ორი კი დაკარგულად ითვლება.

ქალაქ იანგსტაუნის პოლიციის დეპარტამენტმა მოუწოდა ხალხს თავი შეიკავონ  შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგნ, სადაც ასევე განთავსებულია ჯი-პი მორგან ჩეის ბანკი.

ბანკის ხელმძღვანელობა მჭიდრო კავშირშია ადგილობრივ ოფიციალურ ხელისუფლებასთან - თქვა ბანკის სპიკერმა. კომპანია ამოწმებს ადამიანების უსაფრთხოებას შენობასა და ტერიტორიაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში