ტორნადო ტეხასის შტატში

29 მაისი 2024, 11:40 356 ნახვა

ტეხასში ძლიერი ჭექა-ქუხილი, წვიმა, ელვა და ძლიერი ქარია. ჰიუსტონში ძალას იკრეფს ქარიშხალი. ამინდის გაუარესება მოჰყვა დამანგრეველ ტორნადოს, რომელმაც სულ მცირე შვიდი ადამიანი იმსხვერპლა  ტეხასის შტატში.

შაბათ-კვირას, ტორნადოებმა ასევე გამოიწვია მნიშვნელოვანი მსხვერპლი სხვა შტატებში: რვა არკანზასში, ოთხი კენტუკიში და ორი ოკლაჰომაში. შტორმებმა  აღნიშნულ შტატებში 713 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში