USAID -შემაჯამელი სხდომა აჭარაში

27 მაისი 2024, 17:41 251 ნახვა

USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა აჭარაში. შეფასდა ერთი წლის განმავლობაში სკოლებში მოსწავლეების ჩართულობით  განხორციელებული პროექტები. დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეების მიერ შედგენილი საკლუბო მუშაობის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია მოეწყო.

გამოვლინდნენ წლის ლიდერი სკოლები და პროგრამაში გაწეული საქმიანობისთვის დაჯილდოვნდნენ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები. USAID სამოქალაქო განათლების პროგამა საქართველოს 11 რეგიონში ხორციელდება და მასში 600 ზე მეტი სკოლაა ჩართული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში