საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმში ეროვნული მოძრაობის წევრები მერაბ კოსტავას მემორიალურ ქვასთან შეიკრიბნენ. მათ მემორიალი ვარდებით შეამკეს და ააფრიალეს საქართველოს პირველი დროშა, რომლითაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
უზენაესი საბჭოს პირველი დეპუტატის, ნუგზარ ჩხაიძის თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობა - ესა 9 აპრილს მოპოვებული გამარჯვებაა და სწორედ იმ გმირების დამსახურებაა, რომელიც საზოგადოებას უნდა ახსოვდეს.
ნუგზარ ჩხაიძემ ყურადღება გაამახვილა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას ღვაწლსა და როლზე, რომელიც მათ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში მიუძღვით.