ვალენსიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში ახალგაზრდებს შორის. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა დიმიტრი მსხალაძემ ტიტული დაიცვა და კონტინენტის პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო. მან ფინალში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდის ანგარიშზე კიდევ ორი მედალია. დავით ბასილაიამ და ნიკა ნაგერვაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
დღეს ასპარეზობაში უკვე დიდები ჩაერთვებიან. ამ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველო 12 კაცით და სამი ქალით იქნება წარმოდგენილი.