მზადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის. საზეიმო ღონისძიებებში სამხედრო კომპონენტს განსაკუთრებული ადგილი ექნება. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა თავისუფლების მოედანზე ქვეყნის მთავარი ღონისძიების რეპეტიცია გაიარეს.
რეპეტიცია გაიარეს ახალწვეულებმაც, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს დადებენ.
დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე გასტრონომიულ ზონაც მოაწყობს. სტუმრებს რუსთაველის გამზირზე, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები დახვდებათ.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და 18 ქალაქში სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა გამოიფინება.