რუსეთში გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ვადიმ შამარინი დააკავეს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად.
რუსეთის შეიარაღებულ ძალების კავშირგაბმულობის მთავარი სამმართველოს უფროსს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ შამარინს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გენერალს სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმების დროს ქრთამის აღება ედება ბრალად. ბოლო ერთ თვეში რუსეთში უკვე მესამე სამხედრო მაღალჩინოსანი დააპატიმრეს.